სუმო

 2019/17/09 13:03

სუმო
ტოჩინოშინი გამოცოცხლდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინი გამოცოცხლდა. აკი ბაშოს მეათე დღეს ქართველი ოძეკი მუსუბინო იჩიბანიზე (დღის დასკვნითი ბრძოლა)  მეოთხე მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მიმდინარე  ბაშოზე მეხუთე, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. 

ლევანს კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა, თავიდანვე  ჩაავლო მეტოქეს ორივე  ხელი მავაშში და კლასიკური იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. 

10 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს აკი ბაშოზე ბალანსი 5:5 გაუხდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები