სუმო

 2019/13/09 19:25

სუმო
ტოჩინოშინი: დღეს პარასკევი და 13 რიცხვია...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

აკი ბაშოს მე-6 საბრძოლო დღეს ქართველი ოძეკი, ლევან გორგაძე ტამავაშისთან დამარცხდა. მას ამ ეტაპზე უარყოფითი ბალანსი აქვს (2:4).

ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მებრძოლმა ტოჩინოშინმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

–  თავიდანვე ვცადე მარჯვენა ხელით შემეტია, რადგან მეგონა, რომ ტამავაში ბრძოლას გაერიდებოდა. დაცემის შემდეგ, წამოვდექი და გახარებული ვიყავი, რადგან არაფერი დამიზიანდა, –  აღნიშნა მან.

საუბრის ბოლოს ჩვენებურმა იხუმრა და დასძინა, რომ წაგების მიზეზი პარასკევი და 13 რიცხვი იყო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები