სუმო

 2019/12/08 12:38

სუმო
ტოჩი დაბრუნდა!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კასუგანოს სკოლას შეუერთდა. ტოჩინოშინმა ტრავმის გამო, ნაგოია ბაშოდან თავი მოიხსნა.

იაპონური მედია წერს, რომ მან დაზიანებები ნაწილობრივ მოიშუშა და ზაფხულის ტურში მიიღებს მონაწილეობას.

კასუგანოს სკოლის დირექტორმა ადგილობრივ მედიას აუწყა, რომ გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება შეუძლებელია. ლევანს ამ დრომდე აწუხებს მუხლი, მხრის მდგომარეობა კი გაუმჯობესებულია.

ტოჩის მიერ მიცემულ ინტერვიუში ნათლად ჩანს, რომ ის სექტემბერში გასამართ ბაშოზე იასპარეზებს და ოძეკის ტიტულის დაბრუნებას შეეცდება:

– ვაგრძელებ რეაბილიტაციას და ვარჯიშებს, რადგან სხვა არჩევანი არ მაქვს. ვარჯიში აუცილებელია, ისე ფორმაში ვერ შევალ. მოტივაცია ძალიან დიდი მაქვს, რადგან სახლს ვაშენებ და მსურს, იქ ოძეკის წოდებით შევიდე თქვა მან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები