სუმო

 2019/10/06 16:18

სუმო
ტოჩინოშინი: ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, 16 ივნისს სამშობლოში ბრუნდება. ოძეკის წოდების დაბრუნების შემდეგ, მან კვირის პალიტრასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა

Sport24-მა უკვე გაუწყათ, რომ ლევანი სუმოს 2-3 წელში მიატოვებს. ინფორმაცია ტოჩის მამამ დაგვიდასტურა

– ჩემი კლუბის პრეზიდენტი და სუმოს ასოციაცია მთავაზობენ, მაგრამ აქ დარჩენას არ ვგეგმავ. შემიძლია, ჩემი კლუბი გავხსნა ან სამი წლის განმავლობაში, ჩემიოძეკი ტოჩინოშინისსახელით, ამჟამინდელ კლუბში დავრჩე და მწვრთნელ-ხელმძღვანელად, ანუოიაკატადვიმუშავო. სამი წლის შემდეგ, თუ პრეზიდენტის სახელსიყიდი“, შეგიძლია, 65 წლის ასაკამდე დარჩე სუმოს ფედერაციაში.

თუმცა, როგორც გითხარით, იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ. მით უმეტეს, 65 წლის ასაკამდე! იმდენი სახელი კი მაქვს, დროდადრო ჩამოვიდე იაპონიაში. მე ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო! სახლში მინდა, ჩემს სახლში,  აღნიშნა კვირის პალიტრასთან მან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები