იტალია

 2018/07/05 13:54

იტალია
ხედირას 3 ინგლისური ვარიანტი
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრებისა და იუვენტუსის ფეხბურთელმა სამი ხედირამ, ზაფხულში, შესაძლოა, აპენინი დატოვოს და ინგლისში გადაბარგდეს. წყაროს ცნობით, 31 წლის ნახევარმცველით მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი და ჩელსი ინტერესდებიან.

როგორც ირკვევა, ხედირას კუნძულელთა რიგებში სურს თამაში, რადგან წლების განმავლობაში გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში ასპარეზობდა და ახლა პრემიერლიგური გამოცდილების მიღება დაისახა მიზნად. „ერთ წელში კონტრაქტი დამიმთავრდება. ხშირად ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ტურინში ყველაფერი რიგზეა, თუმცა, მიყვარს ახალი გამოწვევები“, – განაცხადა გერმანელმა. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ამ უკანასკნელმა 26 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდის დამწუხრება 9-ჯერ შეძლო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები