ევროტურნირები

 2019/16/04 00:00

ევროტურნირები
ტერ შტეგენი: პსჟ-სგან განვსხვავდებით
ავტორი
გოგა წურწუმია

კატალონიის ბარსელონას მეკარემ, ტერ შტეგენმა, მედიასთან მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბლაუგრანა“ პსჟ არაა. 

– ჩვენ პსჟ-სგან განვსხვავდებით. საჭიროა, ბურთი დავიჭიროთ და მომენტები შევქმნათ. არ გვჭირდება იმის შეხსენება, რა მოგვივიდა გასულ სეზონში რომასთან. რთული დაპირისპირება გველის. თუ თავდაცვა მოგვიწია, ამასაც უმაღლეს დონეზე მოვახერხებთ,  აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, ინგლისურ-ესპანური ჯახის პირველი ეტაპი „კამპ ნოუს“ ბინადრების გამარჯვებით დასრულდა (1:0). 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები