TOP ჩემპიონატები

 2019/18/06 12:57

TOP ჩემპიონატები
სუპერმატჩი მადრიდში. რეალის მორიგი გამარჯვება (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას ფინალურ ეტაპზე მორიგი ელ კლასიკო გაიმართა. პირველი შეხვედრა რეალის გამარჯვებით დასრულდა. მათ, ამჯერად, დიდი ბრძოლის გადატანა მოუწიათ და მეორე მატჩი ბოლო წამზე მოიგეს.

ბარსელონა უპირატესობას დიდი დროის განმავლობაში ინარჩუნებდა. პირველივე წუთებიდან დაწინაურდნენ და მწირქულიანი მეოთხედი 17:11 მოიგეს. რეალმა 10:0 გაქცევის შემდეგ, პირველი ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ დროებით. კატალონიელებმა ზედიზედ 7 ქულა აიღეს და ტაიმი გამარჯვებით დაასრულეს – 34:27.

მეორე ტაიმი სანახაობრივი გამოვიდა. ბარსელონას უპირატესობა 12 ქულამდეც ავიდა, რასაც მადრიდელთა 3 სამიანი მოჰყვა. დასკვნით მეოთხედს ლიდერის ამპლუაში კვლავ სტუმრები შეხვდნენ – 59:53. უკანასკნელ ათწუთეულში რეალმა მოუმატა და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა, კატალონიელები ისევ გააქტიურდნენ და სტატუს-კვო აღადგინეს. სამი წუთით ადრე, მათი ლიდერობა 9 ქულას შეადგენდა. ბარსელონა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, სხვაობა 7 ქულა იყო. 19 წამში კი, რეალმა ვითარება შეცვალა, 7 ქულა აიღო და შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო – 81:80.

მასპინძელ გუნდს 25 ქულით, ჯეისი ქეროლმა ულიდერა, მან 7-დან 5 სამიანი ჩააგდო. 13 ქულა სერხიო ლულის ანგარიშზეა. ბარსელონადან 30 ქულით, ტომას ერტელი გამოირჩა, ვისაც მხარი 12-12 ქულით, პიერ ორიოლამ და ვიქტორ კლავერმა აუბეს.

მესამე დაპირისპირება კატალონიაში 19 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები