სუპერლიგა

 2018/05/11 00:28

სუპერლიგა
სუპერლიგის ახალი სეზონი 10 ნოემბერს იწყება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

10 ნოემბერს, სუპერლიგის 2018/2019 წლების სეზონი დაიწყება. პირველობისთვის ერთმანეთს, 9-ის ნაცვლად, 10 გუნდი შეეცილება. 

ახალი სეზონის გახსნით შეხვედრაში, მგზავრები დელტას დაუპირისპირდება. მატჩი 10 ნოემბერს, 13:45 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

ამ თამაშის დასრულების შემდეგ, საქმეში მოქმედი ჩემპიონი დინამო ჩაერთვება. 16:00 საათზე ამავე დარბაზში თბილისელები ახლადაღზევებულ ტიტებს დაუპირისპირდებიან.

სათამაშო დღეს კი, 18:00 საათზე, კაკტუსისა და ოლიმპის შეხვედრა დახურავს.

11 ნოემბერს ორი შეხვედრა გაიმართება – რუსთავში ადგილობრივი კლუბი, 16:00 საათზე, ბათუმს მიიღებს. ქუთაისი კი, ასევე ახლადაღზევებულ თსუ-ჰიუნდაის დაუპირისპირდება. ეს მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები