ესპანეთი

 2019/10/09 19:32

ესპანეთი
სუარესი და მესი გუნდთან ერთად ისევ ვერ ვარჯიშობენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ერნესტო ვალვერდეს ხუნიორ ფირპო დაუბრუნდა, მაგრამ ლიონელ მესი და ლუის სუარესი გუნდელებთან ერთად ვერ ვარჯიშობენ. ისინი კლუბისგან განცალკევებით არიან.

ორივეს აღდგენითი პროცესები კარგად მიმდინარეობს და ვალენსიასთან შეხვედრისთვის მზად იქნებიან. ამის მიუხედავად, ანსუ ფატი ისევ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ოთხდღიანი დასვენების შემდეგ, ვარჯიშს ის ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, რომლებიც ნაკრებში არ გამოიძახეს. მიმდინარე კვირას ვალვერდე ფიტნესის დონის მონიტორინგს განახორციელებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის დაწყება უფრო და უფრო ახლოვდება. მანამდე კი, 14 სექტემბერს ვალენსიას მიიღებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები