NBA

 2018/09/11 22:06

NBA
სტეფ კარი – უორიორსის მარცხის განმაპირობებელი?
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გოლდენ სტეიტ უორიორსის ზედიზედ 8 მოგებული შეხვედრა მილუოკი ბაქსთან მარცხით დასრულდა – 111:134. „ორაკლ არენას“ ბინადრებისთვის ყველაფერი არც თუ კარგად მიდიოდა, ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 51:64 აგებდნენ, რასაც სტეფ კარის ტრავმა დაემატა. უორიორსის ერთ-ერთ ლიდერს მარცხენა ფეხის კუნთი დაეჭიმა, რის გამოც თამაში ვეღარ დაასრულა. 

– ის უკეთ გამოიყურება. მასთან საუბარი ხვალ შემეძლება და გავიგებ თუ როგორ არის. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა, – განაცხადა კევინ დურანტმა.

კარის არყოფნამ გეგმები არია და ბაქსს თამაში გაუადვილა. ბლედსოუმ ზედიზედ 7 ქულა ჩააგდო და საბოლოოდ 26 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მასთან ერთად, 24 ქულით საუკეთესო გიანის ანტეტოკუმპო გახლდათ, მათ წინააღმდეგობა კი, ამდენივე ქულით კლეი ტომპსონმა გაუწია.

სტეფ კარის 10 ქულა ჰქონდა, ეს ზედიზედ მეორე შეხვედრა გახლდათ, სადაც 20-ზე ნაკლები ქულა მოაგროვა. აქამდე ის საშუალოდ 32.5 ქულას აგდებდა. მათ შორის 37 პელიკანსის, ხოლო 51 ქულა ვიზარდსის წინააღმდეგ.

ხანდახან უნდა დამარცხდე, რომ მიხვდე თუ როგორი რთულია გამარჯვება, – განაცხადა სტივ კერიმ პირველი საშინაო მარცხის შემდეგ.

მილუოკელებისთვის „ორაკლ არენაზე“ ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, უკანაკსნელად 29 მარტს 116:107 იმარჯვეს. 

ბაქსს 9 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო უორიორს ერთით მეტი მოგება და ამდენივე მარცხი.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები