ლეგიონერები

 2019/25/06 14:01

ლეგიონერები
სტეფ კარი ფაჩულიას პოსტზე: მარცხნივ 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა?
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა და რუსეთის ემბარგოს შემდეგ, უცხოელ მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოში მოგზაურობა ურჩია. 

Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს 7 ათასი მოწონება აქვს და პლუს, უამრავი კომენტარი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავის, სტეფ კარის კომენტარი:

– მარცხნივ 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა?  იკითხა სტეფმა ფოტოზე, სადაც ანანურის ღვთისმშობლის ეკლესია და მისი შემოგარენია აღბეჭდილი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები