ლეგიონერები

 2019/19/04 23:07

ლეგიონერები
სრული სიგიჟე პოდგორიცაში, სერიაში ანგარიში გათანაბრდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. ბუდუჩნოსტს საკუთარ კედლებში უნდა მოეგო, რათა ანგარიში გაეთანაბრებინა.წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრვენა ზვეზდა ტიტულს დაეუფლებოდა.

ძალიან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა მონტენეგროელების გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის უმეტესი ნაწილი ლიდერობაში სერბებმა გაატარეს, მათვე საწყისი მეოთხედი 25:20, ხოლო ტაიმი 38:35 მოიგეს. 

დიდი შესვენების შემდეგ სხვაობა 10 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა, მესამე მეოთხედის მიწურულს გაქცევის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა. დასკვნით ათწუთეულს სერბები მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ – 58:57. ბოლოსკენ ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ ნორის კოულის დიდებული თამაშით ბუდუჩნოსტმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და სერიაში ანგარიშიც გათანაბრდა – 84:80.

მთელ შეხვედრაში გოგა ბითაძეს შავი სამუშაოს შესრულება უწევდა და უფრო აქტიური დაცვაში გახლდათ, თუმცა, ოჯომ ჩვენებური გაამწარა და საკმაოდ ფოლებიც აკიდა. პარკეტზე 17 წუთით მყოფმა ბითაძემ მხოლოდ 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა.

საუკეთესო ბუდუჩნოსტის კალათბურთელი, ნორის კოული გახლდათ, ვინც 31 ქულა ჩააგდო. 23 ჰქონდა ედვინ ჯექსონს.

გადამწყვეტი, მეხუთე შეხვედრა 22 აპრილს, 21:00 საათზე გაიმართება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები