ეროვნული ნაკრებები

 2018/09/06 06:07

ეროვნული ნაკრებები
სოსო მათიაშვილის ლელოთი საქართველო ტონგას ამარცხებს [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის ტესტ სერიის ფარგლებში "წყნარი ოკეანის თასზე" მონაწილეობს და პირველი ნახევრის შემდეგ, ტონგას 13:3 უგებს.

პირველი ნახევარი ტონგელთა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები მეტად ფლობდნენ ბურთს და სიღრმეებსაც კარგად იყენებდნენ. დასაწყისშივე, ტონგელთა ერთ-ერთი შეტევის დროს, ლევა ფიფიტასთან კონტაქტისას გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

მეტოქემ ძალიან მწვავედ შემოგვიტია და ჩვენს 22-მეტრიან ზონაში რამდენიმე ფაზაც აკინძა.  ერთ-ერთ კონტაქტში ტონგელთა მარჯვენა ბურჯს ტევიტა ლოლო ჰეას ბურთი წინ გადაუვარდა, რის შემდეგაც დავით კაჭარავას ჩაუვარდა ხელში, რომელმაც ფლანგზე სოსო მათიაშვილი მოძებნა და ჩვენმა ფულბექმა ინდივიდუალური სოლო რეიდის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა – 7:0.

პირველ ნახევარში, "ბორჯღალოსნებს" პრაქტიკულად უბურთოდ უწევდათ თამაში  და ძირითად დაცვითი ფუნქციებით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყოველივე დაცვაში დისციპლინირებულ, დალაგებულ თამაშს მოითხოვს, რაც არცთუ ცუდად გამოგვდიოდა.

ერთადერთი, რაშიც საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა ჰქონდა, შერკინება იყო. ტონგელები ჩვენს გამოცდილ პირველ ხაზს ვერ უმკლავდებოდნენ და ხშირად ჯარიმდებოდნენ, რაც მათიაშვილმა 6 ქულაში გარდასახა.

ტაიმის მიწურულს, ტონგელებმა მოახერხეს საჯარიმო დარტყმის გატანა და ტაიმი 10-ქულიანი ჰანდიკაპით მოვიგეთ.

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები