სხვადასხვა

 2019/17/07 22:27

სხვადასხვა
სოსო ფრუიძე: გაძლიერება გვჭირდება, მაგრამ ფინანსური რესურსი არ გვაქვს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საჩხერის ჩიხურამ ფოლა ეში 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საჩხერელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

– როგორც გუშინ აღვნიშნე, ფოლა ეში არ არის გუნდი, რომელთანაც ჩიხურა უნდა აგებდეს და საბედნიეროდ, დამაჯერებელი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მომდევნო ეტაპზე გაცილებით ძლიერი მეტოქე გვეყოლება და ფეხბურთელებს მოედანზე მეტი კონცენტრაცია მართებთ. 

რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს გაძლიერება ჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ფინანსური რესურსი არ გვაქვს. 

არდაზიშვილის და დეკანოიძის ტრავმაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. სამედიცინო დასკვნა ხვალ იქნება ცნობილი. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები