ეროვნული ნაკრებები

 2019/31/08 22:34

ეროვნული ნაკრებები
სკოტ მაკინალი: საქართველომ დღევანდელი თამაშით დაამტკიცა, რომ „მეშვიდე ერია“
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი მატჩის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შოტლანდიას უმასპინძლა და 10:44 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ მაკინალმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

– ძალიან სასიამოვნო იყო დღეს ამ მშვენიერ სტადიონზე თამაში. ვიცოდით, რომ  საქართველოში რაგბი ძალიან უყვართ და მათ საცარი გულშემატკივრება იციან. რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა შერკინებასა და მოლში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. კონტაქტურ რაგბში მათ წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. 

ვფიქრობ, დღევანდელი თამაშით საქართველოს ნაკრებმა  დაამტკიცა, რომ ევროპაში ნამდვილად არის  სარაგბო „მეშვიდე ერი" და ევროპულ სარაგო ელიტაში თამაშს იმსახურებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები