ინგლისი

 2019/14/05 19:31

ინგლისი
სიტი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, 230 მილიონ ევროს დახარჯავს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზედიზედ მეორედ მოგებული პრემიერ ლიგის მიუხედავად, პეპ გვარდიოლას მანჩესტერულ გუნდში ჩემპიონთა ლიგის ტიტული არ აღუმართავს. საამისოდ, კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დროს, სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს.

Daily Mail-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტის განკარგულებაში 230 მილიონი ევროა. კლუბს მცველის, ორი ნახევარმცველისა და ფორვარდის დამატება სურს.

დაცვის ხაზში მატიას დე ლიხტი და ჰარი მაგუაიერი განიხილებიან, მაგრამ ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში ფავორიტად, ბარსელონა მოიაზრება, ამიტომ სიტის ინგლისელზე გარდართვა მოუწევს. 

ნახევარდაცვაში მათი მთავარი სამიზნე ატლეტიკოს ფეხბურთელი, როდრია. ხოლო შემტევაში ჟოაო ფელიში და ლუკა იოვიჩი განიხილებიან. ორივე მათგანი ამავდროულად, მადრიდის რეალის რადარზეა.

მანჩესტერ სიტის შემადგენლობის გასაძლიერებლად, დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, მაგრამ მათთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაა, რისთვისაც უკან არ დაიხევენ.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები