ეროვნული ნაკრებები

 2019/07/09 00:46

ეროვნული ნაკრებები
შოტლანდიამ მეორე ტაიმში გაგვტეხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის შოტლანდიასთან გამართული მეორე ტესტ-მატჩიც მარცხით დასრულდა. თბილისში 44:10-ით გამარჯვების შემდეგ, შოტლანდიელებმა შინ 36:9 მოიგეს.

პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ და მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, თუმცა, ჯერ მე-16 წუთზე პრაისმა, ხოლო 22-ე წუთზე კინგჰორნმა გარდაუსახავი ლელოები დაგვიდეს. ჩვენმა ნაკრებმა საჯარიმო დარტყმებით უპასუხა. თედო ამჟანდაძემ სამივე ჯარიმა შესანიშნავად გამოიყენა და შესვენებისთვის 9:10 ვმარცხდებოდით.

მასპინძლებმა ზეწოლა მეორე ნახევარში გააძლიერეს და 4 ლელო დაგვიდეს. ორი ლელო ჰორნის ანგარიშზეა, ხოლო თითო ჯონსონმა და გრაჰამმა დადეს. შოტლანდიელებმა 3 გარდასახვა გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე კაცნაკლულნი დავრჩით, მაგრამ მეტოქემ ამით ვერ იხეირა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში ქულა ვერ ავიღეთ და 9:36 დავმარცხდით.

წინ მსოფლიო თასია, რომელიც 20 სექტემბერს დაიწყება. „ბორჯღალოსნები“ პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები