ძიუდო

 2018/17/05 19:58

ძიუდო
შოთა ხაბარელი: შეცდომა დაშვებულია პრეზიდენტის მხრიდან
ავტორი
ნინო ახობაძე

ძიუდოში მიმდინარე პრობლემების შესასწავლი კომისიის მიერ გამართული სხდომის შემდეგ, სპორტისა და ახლაგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა კომენტარი გააკეთა:

„ერთ რამეს გეტყვით, იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომელიც მოვისმინე. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ შეცდომა დაშვებულია პრეზიდენტის მხრიდან. კერძოდ, როდესაც კომისიამ მას შეკითხვა დაუსვა, რატომ გაათავისუფლა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა საკუთარი მეგობრები, მან ასეთი პასუხი გაგვცა – მე მქონდა ვალდებულება, – ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი.

მე ეს ვიცოდი, მაგრამ მან თავად განაცხადა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათ წინაშე, მათი მეშვეობით მოვიდა პრეზიდენტად. დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი ძმაკაცური და მეგობრული მომენტებიდან გამომდინარეობდა და მათი მოყვანის ვალდებულება ჰქონდა. ყველაფერს რომ ხაზი გადავუსვათ, ფინანსურ მანიპულაციებს და ა.შ. უპირველესი პრობლემა გახლავთ ის, რომ პრეზიდენტი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საზიანოა ნაკრებისთვის.

საზიანოც გამოდგა, მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. წარმატებული მწვრთნელები გაუშვა და მოიყვანა „ვალდებულებებიდან“ გამომდინარე. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც მიუღებელია. ზუსტად ეს არის სპორტსმენების მიერ წამოყენებული მოთხოვნის საფუძველი“.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები