ბერძნულ-რომაული

 2019/05/02 16:25

ბერძნულ-რომაული
შოთა ხაბარელი: გეგა გეგეშიძის გადაყენება აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის ამ შემადგენლობასთან თანამშრომლობას არ აპირებს და სხვა ქვეყნის სახელით ასპარაზეობას ან სპორტული კარიერის დასრულებას გეგმავს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sport24-თან  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა ისაუბრა. 

– მ საკითხთან დაკავშირებით, ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები. საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ზურაბ დათუნაშვილის დონის სპორტსმენები დაკარგოს. ჩვენი კომიტეტი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად. 

რაც შეეხება, სპორტსმენის მოთხოვნას,  ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის, გადადგომასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება რაიმე სახის პოზიცია. ფედერაციას ჰყავს აღმასკომი, რომელშიც ქართული ჭიდაობის ლეგენდარული ადამიანები შედიან და ეს უშუალოდ მათი გადასაწყვეტია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები