სხვადასხვა

 2019/25/01 12:39

სხვადასხვა
შოთა ხაბარელი: დათუნაშვილის დონის სპორტსმენის დაკარგვა არ შეიძლება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისფლეს და ჯერჯერობით თანამდებობასაც ინარჩუნებს. 

ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ის ამ ფედერაციასთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს და ან კარიერას დაასრულებს, ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მედიასთან კომენტარი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა გააკეთა. 

   ჩვენი ვალია, სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ახლა მნიშვნელოვანია, სიტუაცია დამშვიდდეს. დათუნაშვილის დონის სპორტსმენის დაკარგვა არ შეიძლება. მითუმეტეს, ოლიმპიადა კარსაა მომდგარი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები