ეროვნული ლიგა 2

 2019/02/03 23:01

ეროვნული ლიგა 2
შოთა კერძევაძე: სამტრედიაში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საფეხბურთო კლუბი სამტრედია საკუთარ ქალაქში გამარჯვებით დაბრუნდა. Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში, სამტრედიამ ზუგდიდი 2:1 დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ,Sport24 საფეხბურთო კლუბ სამტრედიას ერთ-ერთ ლიდერს, შოთა კერძევაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 

– სამწუხაროდ, პირველი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვე. ძალიან რთულია, როდესაც შენს გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ ეხმარები, მაგრამ,საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. 

საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა. სამტრედიაში ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით და  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარებლად. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები