ბერძნულ-რომაული

 2019/29/06 20:21

ბერძნულ-რომაული
შმაგი ბოლქვაძე ფინალში დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მინსკის ევროპული თამაშებიდან. ბერნძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში შმაგი ბოლქვაძე (-67 კგ) რუსეთის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. 

ფინალურ დაპირისპირებაში პირველი ქულები ქართველმა მოიპოვა და პერიოდი მინიმალური ანგარიშითაც მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში რუსმა სამი ქულა აართვა შმაგის და ოქროს მედლის მფლობელიც გახდა. 

გეტყვით იმასაც, რომ ამ დროისთვის მინსკის ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას 28 მედალი-6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო აქვს მოპოვებული. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები