ლეგიონერები

 2019/19/08 21:49

ლეგიონერები
შინდაგორიძემ ბელარუსში ისევ გაიტანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შახტიორ სოლიგორსკიში ახლახან გადასულმა ლაშა შინდაგორიძემ თავი მორიგ შეხვედრაშიც გამოიჩინა, რასაც საგოლე გადაცემა მიამატა.

ბელარუსის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჩვენებურის გუნდი სლუცკს ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. ქართველი შემტევი სათადარიგოზე იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. 8 წუთში მისი გადაცემით კოვალიევმა გაიტანა, ხოლო 77-ე წუთზე თავადაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.

26 წლის ფეხბურთელისთვის შახტიორის რიგებში მეორე შეხვედრა გახლდათ. პირველ მატჩში კი, სადებიუტო გოლიც გაიტანა. ამ დროისთვის შახტიორი 37 ქულით, მე-3 პოზიციაზეა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები