ლეგიონერები

 2019/06/08 21:27

ლეგიონერები
შინდაგორიძე ბელარუსის ვიცე-ჩემპიონში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, საბურთალოს ყოფილი ფეხბურთელი, ლაშა შინდაგორიძე, კარიერას შახტიორ სოლიგორსკიში გააგრძელებს. ჩვენებური კლუბში 2021 წლამდე დარჩება.

ბელარუსულმა გუნდმა ტრანსფერი დღეს დაადასტურა. ჩვენებურს ევროპა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა ექნება. შახტიორი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორინოს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა იტალიაში 8 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართება.

26 წლის ფეხბურთელს თავის დროზე დინამოს, ცხინვალის, ტორპედოს, სიონისა და ბალმაზიუვაროშის რიგებში უთამაშია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები