ლეგიონერები

 2019/01/05 19:34

ლეგიონერები
შერმადინმა უნიკახას ულიდერა და ბურჯანაძის გუნდს გზა გაუხსნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას 30-ე ტურში ესტუდიანტესმა უნიკახა მიიღო. სანახაობრივი მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 80:72.

დაძაბულობა მხოლოდ პირველ ტაიმში იგრძნობოდა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ესტუდიანტესი მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. შესაბამისად, შესვენების ჟამს უნიკახა მხოლოდ ორ ქულას იგებდა – 42:40.

გაქცევა გარდაუვალი აღმოჩნდა და სტუმრებმა ზედიზედ 11 ქულა ჩააგდეს. უპასუხოდ არც მასპინძლები დარჩენილან, რომელთაც ბოლო წუთებში 13-ქულიანი ჩამორჩენა 3-მდე დაიყვანეს. დასკვნით მეოთხედში თამაში კალაპოტში ჩადგა და უნიკახამ 12-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, რის შემდეგაც, მეტოქეს თამაშის გადარჩენის საშუალება არ მისცა და 80:72 იმარჯვა.

სტუმართა მხრიდან, საუკეთესო ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი გახლდათ. ჩვენებურმა 22 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა. მან 8-დან 4 საშუალო და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16-ს უწია და უნიკახას მხრიდან საუკეთესო გახლდათ, თუმცა, ესტუდიანტესის მცველს, ომარ კუკს კოეფიციენტი 23 ჰქონდა.

ამ მოგებით, უნიკახას ფლეი-ოფში თამაშის შანსები გაიზარდა. ხოლო ბექა ბურჯანაძის გუნდს ესტუდიანტესის მარცხის შემდეგ, დარჩენისკენ გზა გაეხსნა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები