ლეგიონერები

 2019/10/02 01:25

ლეგიონერები
შერმადინმა მანრესას 19 ქულა ჩაუგდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას მე-20 ტურში, უნიკახამ მანრესა მიიღო. შეხვედრა ძალიან საინტერესო და უხვქულიანი გამოდგა.

სტუმრებმა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 25:21 მოიგეს, მაგრამ ტაიმი მაინც უნიკახას ლიდერობით დასრულდა – 46:45. დიდი შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა ლიდერობა შეინარჩუნეს, ხოლო დასკვნითი მეოთხედი საოცარი აღმოჩნდა, ჯამში 69 ქულა ჩავარდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ტულსონის სამიანით, მანრესამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ უილტერმა უკანასკნელ წამზე უნიკახას მოაგებინა – 99:97.

გიორგი შერმადინმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა და 21'13 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჩვენებურმა 8-დან 7 საშუალო და 8-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს უწია, მაგრამ მატჩის MVP ვერ გახდა. მანრესას მცველმა, რაიან ტულსონმა 30 ქულა ჩააგდო და კოეფიციენტი 31 ჰქონდა.

ამ გამარჯვებით უნიკახა კვლავ მეოთხეა. მორიგი მეტოქე ტენერიფე იქნება. შეხვედრა 14 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები