ლეგიონერები

 2018/17/10 23:44

ლეგიონერები
შერმადინმა ევროთასზე 26 ქულა ჩააგდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროთასის მესამე ტურში მორნარ ბარმა უნიკახა მიიღო და 85:96 დამარცხდა. ესპანელებმა შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარეს და ლიდერობა არ დაუთმიათ.

წარმატებაში უდიდესი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. ჩვენებურმა 21'30 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. მან 14-დან 11 საშუალო, 3-დან 1 საჯარიმო და ერთადერთი სამიანი გამოიყენა. ასეთი თამაშის ფონზე, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

უნიკახას მორიგი მეტოქე მანრესა იქნება. შეხვედრა 20 ოქტომბერს, 22:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები