ლეგიონერები

 2018/01/11 02:39

ლეგიონერები
შერმადინის უნიკახამ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროთასის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის უნიკახა ტორინოს ესტუმრა. შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით (105:104) დასრულდა. 

ესპანელებმა დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მათ 62:48 იმარჯვეს და მეტოქეს თამაშის საშუალება მისცეს. მეოთხე მეოთხედის წინ, ანგარიში 88:75 გახლდათ და თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ იტალიელებმა მცირე სასწაული შემოგვთავაზეს. ტორინომ 12:0 გაქცევა განახორციელა და ჩამორჩენა მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა. მასპინძლებმა ეს არ იკმარეს და წინაც გავიდნენ. ბოლო წუთებში საქანელა თამაში წარიმართა, რომელიც საბოლოოდ, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 105:104.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21'04 წუთი გაატარა, რა დროშიც, 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე ბლოკი მიითვალა. ჩვენებურმა 9-დან 6 საშუალო და ორივე საჯარიმო გამოიყენა.

ხუთი ტურის შემდეგ, უნიკახას ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდა. მათ მორიგი შეხვედრა ლიგა ენდესაში ელით, სადაც სან პაბლო ბურგოსს შეხვდებიან. მატჩი 3 ნოემბერს, 23:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები