TOP ჩემპიონატები

 2019/30/01 02:07

TOP ჩემპიონატები
შერმადინის უნიკახა ევროთასის ფლეი-ოფშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროთასის მეორე ეტაპის მეხუთე ტური ორი შეხვედრით გაიხსნა. ერთ-ერთი მათგანი G ჯგუფში გახლდათ, სადაც გიორგი შერმადინის უნიკახას მთავარი კონკურენტი, ცრვენა ზვეზდა აუტსაიდერ ლიმოჟს ესტუმრა.

ოთხი ტურის შემდეგ, ფრანგებს ყველა წაგება ჰქონდათ, ხოლო სერბებმა მხოლოდ მომავალი მეტოქე დაამარცხეს. შესაბამისად, ცრვენა ზვეზდა გამარჯვების შემთხვევაში, ფლეი-ოფში გასვლის შანსს შეინაჩუნებდა.

მიუხედავად ამისა, ფრანგებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და პირველი ტაიმი 40:35 მოიგეს. სერბებმა მესამე მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარეს და 25:8 იმარჯვეს. 12-ქულიანი ლიდერობა, თითქოს, სტუმრებს დიდ უპირატესობას ანიჭებდა, მაგრამ მასპინძლები თამაშში დაბრუნდნენ და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს – 71:70.

მარცხის შემდეგ, ოფიციალურად გაირკვა, რომ შერმადინის გუნდი საუკეთესო რვათა შორის მოხვდება. გასარკვევი მხოლოდ პოზიცია დარჩა.

მათი მეტოქე ვალენსია იქნება, რომელსაც ყველა მოგება აქვს. უნიკახა ჯგუფიდან გავიდა და მარცხის შემთხვევაში, მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო გამარჯვების შედეგად, პირველი ადგილისკენ გაიწევს.

ესპანური ჯახი 30 იანვარს, 23:45 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები