ლეგიონერები

 2018/08/11 01:46

ლეგიონერები
შერმადინის მორიგი შესანიშნავი თამაშით უნიკახამ ისევ იმარჯვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროთასის მე-6 ტურში უნიკახამ რიტასი მიიღო და 95:76 დაამარცხა. მასპინძლებმა თამაშის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 28:7 მოიგეს.

ესპანელთა მხრიდან საუკეთესო გიორგი შერმადინი გახლდათ. ჩვენებურმა პარკეტზე 21'03 წუთი დაჰყო, რა დროშიც 23 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. მან 10-დან 9 საშუალო და ხუთივე საჯარიმო გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 29-ს უწია.

ესპანელთათვის ამ ტურნირზე ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. ჩვენებურის გუნდი მორიგ შეხვედრას ლიგა ენდესაში ჩაატარებს. ბრეოგანთან გასამართი დაპირისპირება 11 ნოემბერს 15:30 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები