ლეგიონერები

 2019/28/04 23:34

ლეგიონერები
შერმადინის 15 ქულა, უნიკახამ მეტოქე არ დაინდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას 29-ე ტურში უნიკახამ ბურგოსი მიიღო და ძალიან მარტივად დაამარცხა.

სტუმრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ფრედ (17:17) დასრულდა. დარჩენილ დროში კი, მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. განსაკუთრებით, უნიკახა მეორე ნახევარში გააქტიურდა. პირველი ტაიმის მოგების (40:38) შემდეგ, გუნდმა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ, 21 ქულით იმარჯვა – 91:70.

გიორგი შერმადინმა საკუთარ გუნდს 15 ქულა და 5 მოხსნა შემატა. მასზე მეტი (17 ქულა) მხოლოდ დიასს ჰქონდა.

უნიკახა 34 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და ფლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. მორიგი მეტოქე ესტუდიანტესი იქნება, რომლის მისია ლიგა ენდესაში დარჩენაა. შეხვედრა 1 მაისს, 14:30 საათზე გაიმართება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები