ლეგიონერები

 2019/13/04 22:06

ლეგიონერები
შენგელიას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რამდენიმე თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, თორნიკე შენგელია ფორმას იკრეფს. ანდორასთან გამართულ შეხვედრაში ჩვენებურს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.

ბასკონიამ მეტოქე 84:82 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ესპანელთა კაპიტანმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 19'20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 6-დან 5 საშუალო და 5-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

ფაქტობრივად, ესპანელებს ცსკასთან გასამართი მატჩის წინ ვარჯიში გამოუვიდათ. მოგეხსენებათ, ევროლიგის ფლეი-ოფში ბასკონიას მეტოქე სწორედ რუსული გუნდი იქნება. მათი პირველი დაპირისპირება 16 აპრილს, 21:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები