ლეგიონერები

 2019/04/04 23:32

ლეგიონერები
შენგელიას ბასკონია ფლეი-ოფში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბასკონიასთვის ევროლიგის 2018-2019 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა. უკანასკნელ ტურში ერთ-ერთ ლიდერ ცსკა-ს რუსეთში ესტუმრნენ.

ესპანელებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, ბოლო მეოთხედში გაფლანგეს.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 44:40 მოიგეს. უპირატესობა მესამე მეოთხედში გაზარდეს, რომელიც 11 ქულას გაუტოლდა – 66:55. ამის მიუხედავად, ძალიან ძლიერმა ცსკა-მ ჩამორჩენა მარტივად დაქაჩა, ლიდერობა დაიბრუნა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 82:78.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჩვენებურმა 3-დან 2 საშუალო და 8-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

30 ტურის შემდეგ, ესპანელებს 15 მოგება და ამდენივე მარცხი მოუგროვდათ. ამის მიუხედავად, ფლეი-ოფში მაინც ითამაშებენ, რამეთუ პარალელურად, უშუალო კონკურენტმა მილანომ ანადოლუ ეფესთან წააგო. გასარკვევი ბასკონიელთა საბოლოო პოზიციაა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები