ლეგიონერები

 2018/18/10 01:07

ლეგიონერები
შენგელიას 21 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის მორიგ ტურში ბასკონიამ ოლიმპიაკოსი მიიღო და 80:85 დამარცხდა. ბერძნები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და უკანასკნელ მეოთხედს 15-ქულიანი უპირატესობით (67:52) შეხვდნენ. ბოლოს, მასპინძლებმა გაიბრძოლეს, 28:18 მოიგეს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.

ესპანელთა რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია გახლდათ. ჩვენებურმა 25'49 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. მან 10-დან 7 საშუალო, 5-დან 4 საჯარიმო და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია. 

მეტ ჯენინგი მხოლოდ პერიმეტრიდან გაირჯა. მან 21'20 წუთში 4-დან 2 სამიანი ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 1 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.

ბასკონიას მორიგი მეტოქე მადრიდის რეალი იქნება. შეხვედრა 19 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები