ლეგიონერები

 2019/01/04 21:10

ლეგიონერები
შენგელია პარკეტს 11 ქულით დაუბრუნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რამდენიმეთვიანი უქმობის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და ბასკონიას შემადგენლობას დაუბრუნდა.

ესპანელებმა გუნდის ლიდერის დაბრუნება მეტოქის განადგურებით აღნიშნეს. ბასკონიამ ესტუდიანტესი მიიღო და მარტივად დაამარცხა.

მასპინძლებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს. ტაიმი 43:29, ხოლო შეხვედრა 104:67 დასრულდა.

თორნიკე შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17'23 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 10-დან 5 საშუალო და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

18 მოგებითა და 7 მარცხით, ბასკონია ცხრილში მესამე პოზიციაზეა. მორიგი მეტოქე ცსკა იქნება. შეხვედრა 4 აპრილს, 21:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები