ესპანეთი

 2019/05/08 02:17

ესპანეთი
შემდეგი ნეიმარია? ბართომეუმ მორიგი ტრანსფერი დააანონსა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონამ მიმდინარე სატრასნფერო ფანჯრის დროს მეოთხე ფეხბურთელი ჯუნიორ ფირპოს სახით დაიმატა. კლუბის პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, მორიგი ტრანსფერი მოსალოდნელია.

ძლიერი შემადგენლობა გვყავს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და შესაძლოა, მორიგი ახალწვეულიც გვყავდეს. ამბიციური და შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რომელშიც მსოფლიოსა და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი თამაშობს.

ბარსელონამ ფირპო 30 მილიონად შეიძინა, რითაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დახარჯული თანხა 230 მილიონ ევროს მიუახლოვდა. კატალონიელთა რიგები ფრენკი დე იონგმა, ანტუან გრიზმანმა და ნეტუმ შეავსეს. მათი მორიგი სამიზნე კი ნეიმარია.

პარი სენ-ჟერმენში 222 მილიონ ევროდ გადასული ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნებას ბარსელონა ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, მაგრამ ფრანგები მის დაბალ ფასში დათმობას არ აპირებენ. ამასთან, ბრაზილიელმა საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში არ იასპარეზა და გუნდის წარმატებას ტრიბუნიდან უყურა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები