სხვადასხვა

 2019/01/07 19:33

სხვადასხვა
შეჯამება – საქართველოს გამოსვლა მინსკის ევროპულ თამაშებზე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა მეორე ევროპული თამაშები, რომელიც მინსკში გაიმართა. საქართველომ 2015 წელთან შედარებით, გაცილებით კარგი შედეგი აჩვენა.

მინსკში საქართველოს სახელით 63 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთაც ქვეყანას 30 მედალი მოუპოვეს, რითაც საერთო ჩათვლაში მე-7 პოზიცია დავიკავეთ.

ჯამში, ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 6 ოქროს მედალია, საიდანაც ოთხი სამბისტებმა მოიპოვეს – ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი. ორი ოქრო ძიუდოისტებმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა და გურამ თუშიშვილმა მიისაკუთრეს.

ვერცხლის მედალი 10-მა სპორტსმენმა მოიპოვა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა), სახილ ალახვერდოვი (ბოქსი), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), იაკობ ქაჯაია (ჭიდაობა), ნინო ოძელაშვილი (სამბო), შმაგი ბოლქვაძე (ჭიდაობა), გივი მაჭარაშვილი (ჭიდაობა), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა).

დარჩენილი 14 მედალი ბრინჯაოს სინჯისაა – ავთანდილ კენჭაძე (ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), დავით ჩხარტიშვილი (ჭიდაობა), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენო ჩირგაძე (სამბო), ოთარ ერანოსიანი (ბოქსი), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ელიზბარ ოდიკაძე (ჭიდაობა), ცოტნე მაჭარაშვილი და ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა). 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე 21-ე ადგილი 16 მედლით დავასრულეთ, საიდანაც ოქროსი მხოლოდ 2 იყო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები