TOP ჩემპიონატები

 2019/12/06 01:07

TOP ჩემპიონატები
სეზონის ბოლოს მორიგი ელ კლასიკოები გაიმართება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საფეხბურთო სეზონი დასრულდა, მაგრამ იმავეს თქმა კალათბურთზე არ შეიძლება. რამდენიმე ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, მათ შორის, ესპანური ლიგა ენდესა, სადაც ელ კლასიკო გაიმართება. ფინალში ასპარეზობის უფლება მადრიდის რეალმა და ბარსელონამ მოიპოვეს.

მადრიდელებმა ვალენსია უმარტივესად დაამარცხეს და სერია 3:0 დაუსრულეს. უკანასკნელ შეხვედრაში პაბლო ლასოს შეგირდებმა 85:78 იმარჯვეს და ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდნენ.

ბარსელონამაც სერია წაუგებლად დახურა. მესამე შეხვედრაში სტუმრად სარაგოსა (96:81) დაამარცხა და ფინალში დამსახურებულად იასპარეზებს. 

მიმდინარე სეზონში 5 საკალათბურთო ელ კლასიკო ვიხილეთ. ბარსელონამ 4 მოიგო, მათ შორის, თასის ფინალი. ლიგა ენდესას გადამწყვეტი ეტაპი 3 მოგებამდეა. შესაბამისად, წინ მინიმუმ, 3 ელ კლასიკო გველის, რაც ძალიან საინტერესო იქნება. თანაც, რეალს რევანშის, ხოლო ბარსელონას ტიტულის მოგების წყურვილი ამოძრავებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალს ლიგა ენდესა 46 მცდელობიდან 34-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ბარსელონამ 38-დან მხოლოდ 18 მოიგო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები