ესპანეთი

 2019/14/08 14:22

ესპანეთი
სევილია გაძლიერებას აგრძელებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სევილიამ მონაკოდან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რონი ლოპესი დაიმატა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ანდალუსიელები კლუბის გარდაქმნას აპირებენ და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, 23 წლის ბრაზილიელი ვინგერი მათი მე-11 შენაძენი გახლავთ.

ლოპესი მონაკოში 2015 წელს ჩაირიცხა და სხვადასხვა დროს განათხოვრებულიც იყო. კლუბის მაისური 82-ჯერ მოირგო და 21 გოლთან ერთად, 14 საგოლე გადაცემაც მოაგროვა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები