ესპანეთი

 2019/08/09 15:24

ესპანეთი
სერხიო ბუსკეტსი: რამოსი უბრალოდ მხეცია
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ბარსელონას ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებსა და სერხიო რამოსზე ისაუბრა.

–  სეხიო რამოსი უბრალოდ მხეცია, ნაკრებსა და კლუბში ერთ დონეზე ასპარეზობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

რუმინეთის ნაკრებთან მატჩში ბევრს ეგონა, რომ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ, მაგრამ ეს ასე არაა. ფაქტია, რომ იმ მომენტის გარდა, როდესაც კეპამ გადაგვარჩინა, გოლის გაშვების საშიშროება აღარ ყოფილა, –  აღნიშნა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, „ფურია როხამ“ მეტოქე 2:1 დაამარცხა და ევროპის შესარჩევი ციკლის F ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები