ნაკრებები

 2018/17/06 23:11

ნაკრებები
სერბეთი თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოდის
ავტორი
სულხან არჯევანიძე

იმის მიუხედავად, რომ სერბეთის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯორჯევიჩმა 25 კალათბურთელი დაასახელა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე მიიღებს მონაწილეობას, ნაადრევად მოუწია განაცხადის შემცირება.

უკვე ცნობილი იყო, რომ დენვერ ნაგეთსის ცენტრი, ნიკოლა იოკიჩი, ეროვნულ გუნდს კონტრაქტის გამო ვერ დაეხმარებოდა, ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა საკრამენტო კინგსის გამთამაშებელი ბოგდან ბოგდანოვიჩი.

NBA-ის ამ მოთამაშეებს, კიდევ რამდენიმე დაემატა. ნემანია ბიელიცას ძალიან სურდა ეროვნული გუნდის დახმარება, მაგრამ იოკიჩის მსგავსად, მინესოტა ტიმბერვულვზთან კონტრაქტი, ამის ნებას არ რთავს. მსგავსი პრობლემა აქვს ლოს ანჯელეს კლიპერსის გამთამაშებელს, მილოშ ტეოდოსიჩს, რომელსაც ტრავმაც აწუხებს.

ეს ყველაფერი არ არის, ჯორჯევიჩის განკარგულებაში არ იქნებიან ფენერბაჰჩეს კალათბურთელები – ნიკოლა კალინიჩი და მარკო გუდურიჩი, ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს მიროსლავ რადულიცაც. საბეძნეთის ჩემპიონატის ფინალში კი, ტრავმა მიიღო ოლიმპიაკოსელმა ნიკოლა მილუტინოვმა და მისი საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები