იტალია

 2018/13/05 02:30

იტალია
სასუოლო ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე არ ათამაშებს [VIDEO]
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურში, ერთმანეთს ინტერი და სასუოლო დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით – 1:2 დასრულდა და ინტერის საჩემპიონთალიგო ამბიცია, თითქმის, არარეალური გახდა. 

შეხვედრის 72-ე წუთამდე, სასუოლოს წარმომადგენლები პოლიტანოსა და ბერარდის გოლებით იგებდნენ და ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლის გატანა რაფინიამ შეძლო. ამ ანგარიშის შემდეგ, სპალეტის შეგირდები მე-5 ადგილზე დარჩნენ და ლაციოსთან არსებული სხვაობა ვერ შეამცირეს.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები