ევროთასები

 2019/20/04 19:59

ევროთასები
სარასენსი ჩემპიონთა თასის ფინალშია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ევროპული საკლუბო რაგბის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა თასის, ნახევარფინალურ შეხვედრაში ინგლისურ-ირლანდიური ჯახი ვიხილეთ. სარასენსმა საკუთარ მოედანზე მანსტერს უმასპინძლა და 32:16 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, მაგრამ პირველი ნახევარი უფრო მძიმე გამოვიდა და გუნდები ერთმანეთის დაზვერვით იყვნენ დაკავებულნი. სარასენსი ბურთს მეტად აკონტროლებდა და დიდი სათამაშო ინიციატივა ჰქონდა, მაგრამ ირლანდიელები დაცვაში ძალიან აგრესიულად მოქმედებდნენ. პირველ ნახევარში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. ოუენ ფარელის 4 ზუსტ საჯარიმო დარტყმას, 3 ბრენდალმა და 1-იც ქონორ მარიმ უპასუხა და ტაიმიც ასე დამთავრდა.-12:9 სარასენსის სასარგებლოდ. 

მეორე ნახევარში შეიძლება ითქვას, რომ მანსტერმა ვეღარ გაუძლო. სარასენსმა თავიდანვე ძალიან მოუმატა და 22 ფაზიანი შეტევის შემდეგ, ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში ბურთი მაიკ როუდსმა დაამიწა. ოუენ ფარელმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა.

ამის შემდეგ, მანსტერი გააქტიურდა და ლელოს დადებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ სარასენსი დაცვაში კარგად მოქმედებდა. ირლანდიელებმა მაინც დადეს ლელო. სარასენსმა საკუთარ ხუთ მეტრიანში თავისივე შერკინება წააგეს. მანსტერმა ბურთი ხაზზე სწრაფად ჩაათამაშა  დერონ სვითნემმა ლელოც დაამიწა. 

მატჩის ბოლოს ორივე გუნდმა გაილაღა და თამაშისგან უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. მატჩის საბოლოო ანგარიში მარკო ვუნიპოლამ დაამიწა. 

საბოლოოდ, 32:16 სარასენსის სასარგებლოდ. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები