ჰოკეი

 2019/23/04 13:17

ჰოკეი
საქართველოს სენსაციური გამარჯვება მასპინძელ მექსიკასთან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მექსიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მასპინძელ გუნდს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

პირველ ტურში ორივე ნაკრებს წაგებული ჰქონდა. საქართველო ჩრდილოეთ კორეასთან 4:9, ხოლო მექსიკა ახალ ზელანდიასთან 2:7 დამარცხდა.

რაც შეეხება ამ დაპირისპირებას. ჩვენი ნაკრების მხრიდან, საუკეთესო ალექსანდერ ვასილჩენკო გახლდათ, ვინც სამი შაიბა გაიტანა. მან სამივე ტაიმში თითო შეაგდო, რაც მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. საპასუხოდ, მექსიკამ მხოლოდ 2 გაგვიტანა.

მორიგი მეტოქე ახალი ზელანდია იქნება, რომელსაც ჩვენ მსგავსად, 1 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს. შეხვედრა 24 აპრილს, 22:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები