თავისუფალი

 2019/17/01 18:33

თავისუფალი
საქართველოს ოლიმპიური მედალი ჩამოართვეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მოგეხსენებათ, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში შევიდა, როგორც „ყველაზე ბინძური თამაშები“, რადგან ამ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი დოპინგ ჩავარდნა აღმოაჩინეს. 

სამწუხაროდ, ამ ამბავმა საქართველოც დააზარალა. განმეორებითი კვლევების შედეგად, ქართველი მოჭიდავის, დავით მოძმანაშვილის ანალიზში აკრძალული პრეპარატი (ტურინაბოლი) აღმოჩნდა. შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით მოძმანაშვილს ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოერთვა. 

შეგახსენებთ, 2012 წლის ოლიმპიადაზე მოძმანაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 120 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში  უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები