თავისუფალი

 2018/04/05 19:34

თავისუფალი
საქართველოს ნაკრებს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს
ავტორი
ნინო ახობაძე

ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის,  ოქროს მედლის მოპოვების შანსის გარეშე დასრულდა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს ზურაბ იაკობაშვილს (70 კგ.). ასევე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ.), რომელიც, დამამშვიდებელ წრეში,
მოლდაველ ანდრე პერპელიტას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, პოლონელ ბიენკოვსკს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლისთვის, დამამშვიდებელ წრეში, იასპარეზებს ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ.). მას შეხვედრა
იტალიელ კონიედო რუანთან მოუწევს, რომელთან გამარჯვების შემთხვევაშიც, ბრინჯაოს მედლისთვის, უკრაინის სახელით მაოსპარეზე, მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდება.

დამამშვიდებელი წრის შეხვედრები 12:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.




მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები