ხელბურთი

 2019/13/01 18:41

ხელბურთი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი ქარს გაატანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სახელბურთო ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაკსვნით შეხვედრაში, ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი ნაკრები, საქართველო და კვიპროსი შეხვდნენ. ეს დაპირისპირება ბევრ რამეს წყვეტდა. ჩვენი მიზანი შეხვედრის არწაგება იყო. სამწუხაროდ, კვიპროსმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და შეხვედრაც მოიგო – 25:24.

პირველი ნახევარი კარგად დავიწყეთ. წინ გავდიოდით, მეტოქეს კი, ანგარიშის გათანაბრება უწევდა. ვითარება ბოლოსკენ დაიძაბა, როდესაც კვიპროსმა ჩამორჩენა შეამცირა და წინ 4 ბურთით გავიდა. საბოლოოდ ტაიმი 12:14 დავთმეთ.

მეორე ტაიმის 10 წუთი კვიპროსი ლიდერობას ინარჩუნებდა, რის შემდეგაც ჩვენი ჯერი დადგა. 15 წუთით ადრე 21:19 ვლიდერობდით, მაგრამ ჩავარდნა დაგვეწყო, რითაც მეტოქემ ისარგებლა და სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა – 24:21. საბოლოოდ ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიყვანეთ და უკანასკნელ წამზე, შვიდმეტრიანით ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, თუმცა, გიორგი ცხოვრებაძეს მეტოქემ აუღო – 24:25.

მომდევნო ეტაპზე კვიპროსი გავიდა. საქართველოს კი, დამატებითი შანსი „ჩელენჯ ტროფიზე“ მიეცემა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები