ჰოკეი

 2019/28/04 16:30

ჰოკეი
საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მექსიკაში ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები დასრულდა. უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში დაუმარცხებელ ისრაელს დაუპირისპირდა.

ქართველები ძლიერ მეტოქესთან დამარცხნენ 3:7 დამარცხდნენ.

შეხვედრა ვასილჩენკოს გატანილი შაიბით დაიწყო, რასაც ისრაელის მხრიდან ზედიზედ 6 შაიბა მოჰყვა. მათ პირველი პერიოდი 2:1, ხოლო მეორე 4:0 მოიგეს. მესამე პერიოდი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კოჩკინისა და ვასილჩენკოს მიერ 8 წუთში გატანილი შაიბებით ჩამორჩენა შევამცირეთ, ხოლო ისრაელმა სხვაობა ცარიელ კარში გატანილი მეშვიდე შაიბით გაზარდა – 7:3.

5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და 2 მოგებით დივიზონში ადგილი შეინარჩუნა. უფრო მაღალ ეტაპზე ისრაელი აღზევდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეა დაქვეითდა, რომელსაც ერთადერთი მოგება სწორედ ჩვენს ნაკრებთან ჰქონდა.

ჯამში 18 შაიბა გავიტანეთ, ხოლო 27 გავუშვით. ბომბარდირი 7 შაიბით ალექსანდერ ვასილჩენკო გახდა, 3 ჰქონდა არტიომ კოზიულინს, 2-2 ბორის კოჩკინს, ოლივერ ობოლგონიანს და არტემ კურბატოვს, ხოლო 1-1 სემიონ ხარიზოვსა და ალექსანდრე ჟუჟუნაშვილს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები