ხელბურთი

 2019/12/06 20:22

ხელბურთი
საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში იასპარეზებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფლეი-ოფში იასპარეზებს. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭები უშუალო კონკურენტ აშშ-ს დაუპირისპირდნენ.

ფავორიტად მიჩნეულ ქართველებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. პირველ ნახევარი 17:11, ხოლო შეხვედრა 28:22 მოიგეს და ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობენ.

B ჯგუფში საქართველოსთან ერთად, წაუგებლად, ბულგარეთი ასპარეზობს. ფლეი-ოფში ორივე ნაკრები გასულია, თუმცა, გასარკვევი მათი საბოლოო პოზიციებია. დასკვნით ტურში, სწორედ ეს ორი ნაკრები შეხვდება. შეხვედრა 13 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები