ხელბურთი

 2019/15/06 21:57

ხელბურთი
საქართველოს ნაკრები ჩემპიონობას მიუახლოვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალები გაიმართა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდა და უპრობლემოდ დაამარცხა.

ჩვენმა ბიჭებმა პირველი ტაიმი 13:10, ხოლო შეხვედრა 28:21 მოიგეს. საქართველოს ნაკრებს ტურნირზე 6-დან 6 მოგება მოუგროვდა და ფინალში დამსახურებულად იასპარეზებს.

მეორე ნახევარფინალი უფრო დაძაბული გამოდგა. კუბა ბულგარეთს შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. უდავო ფავორიტად კუბელები მოიაზრებოდნენ, მაგრამ ბულგარეთმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. 

კუბამ შესანიშნავად დაიწყო და ტაიმი 20:14 მოიგო. მეორე ნახევარში ერთი პერიოდი დიდ უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ბულგარეთმა ჩამორჩენის ნელ-ნელა შემცირება დაიწყო და დასკვნით 5 წუთში თანაბარი თამაში გაჩაღდა. ორი ბურთით ვერც ერთი ნაკრები დაწინაურდა. ბოლო წუთზე მოგება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა, მეკარეებმა შესანიშნავად ითამაშეს და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 32:32. დამატებით 10 წუთში უკეთ კუბა გამოირჩა, უპირატესობა მოიპოვა და ხელიდან აღარც გაუშვა – 39:36.

ფინალში საქართველოს მეტოქე სწორედ კუბა იქნება. ხოლო მესამე ადგილისთვის დიდი ბრიტანეთი და ბულგარეთი იბრძოლებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები